ინციდენტი ბათუმის სამხედრო ბაზაზე: ჯარისკაცს სამი ჭრილიბა აქვს მიყენებული

2019-01-22 20:42:38
339

ბათუმში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამ დროისთვის დაჭრილი სამხედრო ბათუმის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მას სამი ჭრილობა აღენიშნება. პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს და ის ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ბათუმში, საგუშაგოზე სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებულ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დაშავდა". 

„22 იანვარს ქ. ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.