აბდუშელიშვილი: ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ, თავში მირტყეს, ვერ შეგვაშინებენ

10-05-2024 02:16:37 საზოგადოება

ტელეწამყვანი ლევან აბდუშელიშვილი ამბობს, რომ ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.

"კარგად ვარ მეგობრებო, სასწრაფო მანქანაში ვარ და ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ. თავში მირტყეს საკაიფოდ და სამედიცინო შემოწმებაზე. არაფერი სერიოზული. #არარუსულკანონს. ვერ შეგვაშინებენ, - წერს აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში.

გვიან ამით, დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირზე მართავდნენ მსვლელობას რუსთაველის გამზირის მიმართულებით. პოლიციელებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები