გახარია: გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

10-05-2024 00:34:26 პოლიტიკა ,ციტატა

“ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.

მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“,- წერს ყოფილი პრემიერი, "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია „ფეისბუქზე“ და მონიშნული ჰყავს: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გრიგოლ ლილუაშვილი; საქართველოს პროკურატურა, ირაკლი შოთაძე; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ანზორ ჩუბინიძე; „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი, კახა კალაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები