ელჩი: ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია, შეინარჩუნდეთ კურსი ევროკავშირისკენ

09-05-2024 21:54:53 ციტატა

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურით და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან , არასდროს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორც შეიძლება მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო?! ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია, შეინარჩუნდეთ კურსი ევროკავშირისკენ, ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“,– ქართულ ენაზე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები