"როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს" – იურისტის რჩევები

09-05-2024 12:07:02 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

9 მაისს შსს-ში განაცხადეს, რომ "აგენტებს კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით და საგამოძიებო ორგანოში მოხდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან.

"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი, საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ.

"თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:

  • უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
  • თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
  • თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
  • არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ;
  • არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ "შედეგებით", თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ".

იურისტი აქვეყნებს ნომრებს, სადაც კონტაქტზე გასვლაა შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში:

577070563 - სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი.

1481 - სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია",– დასძენს იურისტი.

იხილეთ ასევე: "თუ დაგაკავეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ" – იურისტის რჩევები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები