EBRD-ის პრეზიდენტი - „აგენტების კანონზე“: საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას შესაძლოა, ზიანი მიაყენოს

07-05-2024 14:29:19 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო გამოდის გაფრთხილებით, რომ „აგენტების კანონმა“ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას მიაყენოს ზიანი.

„მისი [კანონპროექტის] დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, - თქვა ოდილ რენო ბასომ.

ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო, თუმცა მიანიშნებს არსებული ვითარების შესაძლო შედეგებზეც.

„ამ [კანონპროექტის] ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები