მეუფე გრიგოლი – დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაზე: "ნამდვილად ვიცი, რომ პატრიარქი მომხრე იყო"

2019-02-26 20:45:54
141

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, პატრიარქი "ციანიდის საქმეზე" დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის მომხრე უყო.  

"ოფიციალური შეკრება, მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ჩვენ, სასულიერო პირები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები ვხვდებით ერთმანეთს, ვსაუბრობთ ამ თემებზე, ჩვენს გულისტკივილს, აზრებს გამოვთქვამთ. ნამდვილად ვიცი, რომ მზაობა, აღძრულიყო დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი, იყო. ნამდვილად ვიცი, რომ პატრიარქი ამის მომხრე იყო. მან ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამოხატა. ვერ გეტყვით, რა გახდა დღევანდელი განცხადების მიზეზი, თუმცა მდგომარეობა, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ განვითარდა, მლად სასურველ და ჯანსაღ ფონს არ ქმნის. მდგომარეობა ამ საქმის სირთულიდან გამომდინარე ისედაც რთულია. უკვე 2 წელი სრულდება და ისევ დღის წესრიგშია. ერთგვარი ეპოქალური საქმე გახდა, რომელიც დავიწყებას არ მიეცემა. რაც უფრო მალე მოეფინება ნათელი, მით უკეთესი",– განაცხადა მეუფემ. 

საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება მამალაძის საქმეზე იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/67978