როთი: 13-15 მაისს კოლეგებთან ერთად ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს!

07-05-2024 20:51:13 პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი საქართველოში ვიზიტს აანონსებს.

როგორც გერმანელი პოლიტიკოსი წერს X-ზე, თბილისს 13–15 მაისს ეწვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად.

"13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას," - წერს როთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები