გალანტი: რაფაში ოპერაცია ტყვეების გათავისუფლებამდე ან "ჰამასის" განადგურებამდე გაგრძელდება

07-05-2024 21:37:01 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორის საზღვართან ჯარისკაცებთან საუბრისას პირობა დადო, რომ რაფაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებამდე ან "ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

"გუშინ მე ისრაელის თავდაცვის ძალებს რაფის ტერიტორიაზე შესვლა, გამშვები პუნქტის აღება და სამხედრო მისიების შესრულება ვუბრძანე. ეს ოპერაცია გაგრძელდება, სანამ მთელ ღაზის სექტორში ჰამასს არ განადგურდება ან სანამ პირველი ტყვეები დაბრუნდებიან". - თქვა გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელის მხარე "ჰამასის" მიერ მძევლების გასათავისუფლებლად კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად, მაგრამ თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ისრაელი ოპერაციას გააღრმავებს.

"ჰამასს მხოლოდ ძალა ესმის, ამიტომ ჩვენს ქმედებებს გავაძლიერებთ",– დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები