იაგო ხვიჩია – "ოცნების" წარმომადგენლებზე: მგონია, რაღაც მოწიეს ამ აღდგომებზე, აქამდე ჩვენ რომ გვაბრალებდნენ, იმაზე უარესი

07-05-2024 16:11:50 ციტატა

"გავრცელდა "ქართული ოცნების" სტატუსები "ფეისბუქში", "არა რუსულ კანონსო" იძახიან, მე ვერ ვხვდები, რომელ კანონზე საუბრობენ საერთოდ. "არა"-ს ეუბნებიან კანონს, რომელიც არ ვიცით, რომელია. "გლობალურ პარტიად" დაასახელეს ადამიანები და ვინ არიან, სახელ-გვარები არ გააჩნიათ. მგონია, რაღაც მოწიეს ამ აღდგომებზე, აქამდე ჩვენ რომ გვაბრალებდნენ, იმაზე უარესი. ქვეყნის ინტერესების ღალატს თუ აპირებ პარასკევს იზამ ამას თუ ორშაბათს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ, წინა კვირა მარხვის თვალსაზრისით, საეკლესიო თვალსაზრისით მძიმე კვირა იყო და რუსული კანონი მოახვიეს თავს ხალხს და სცემეს. ასე რომ, "ქოცებისგან" ქრისტიანული არგუმენტების მოხმობა ნამეტანია",- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ცნობისთვის: 10 მაისი მთავრობამ დასვენების დღედ გამოაცხადა, თუმცა გაირკვა, რომ ამ დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ამ დღეს პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილოს. მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. რაც შეეხება “აგენტების კანონს", ოხანაშვილის ინფორმაციით, მისი მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სტატუსებს, ბოლო რამდენიმე საათია, მმართველი პარტიის წევრები ფეისბუქ– გვერდებზე ახალ კამპანიას სახელწოდებით - "არა რუსულ კანონს! კი ევროპას, კი გამჭვირვალობას" ავრცელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები