ფინეთში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო დაზვერვის ხელმძღვანელობას ამოწმებენ

07-05-2024 21:46:40 მსოფლიო

ფინეთის პოლიციამ დაიწყო წინასწარი გამოძიება გადაცდომის თაობაზე, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო უსაფრთხოების პოლიციის (SUPO) და თავდაცვის ძალების სადაზვერვო საქმიანობაში და შესაძლოა, გამოეწვია კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა,– იტყობინება Yle.

სამართალდამცავების თქმით, ეჭვი გაჩნდა ფინეთის დაზვერვის სამსახურების საქმიანობის კონტროლის კომისრის მიერ ჩატარებული სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის კანონიერების შემოწმების ფარგლებში. გამოძიება ასევე ეხება ქვეყნის თავდაცვის ძალების სადაზვერვო საქმიანობას.

ფინური გაზეთის Iltalehti-ის ცნობით, გამოძიება დაკავშირებულია გასულ ზაფხულს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებულ საინფორმაციო ოპერაციასთან და SUPO-ს თანამშრომლების რუს ინფორმატორებთან ურთიერთობასთან.

Iltalehti-ის ცნობით, საქმეში მონაწილეობენ SUPO-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი პერტი ჰააქსლუოტო და SUPO-ს ყოფილი ხელმძღვანელი ანტი პელტარი. ჰააქსლუოტოს კომპიუტერი სავარაუდოდ გატეხეს, რის შემდეგაც კონფიდენციალური ინფორმაცია უცხო პირების ხელში აღმოჩნდა.

ჰაკსლუოტოს უფლებამოსილება 23 აპრილს შეუჩერეს, – ნათქვამია მასალაში.

ერთი დღით ადრე, ფინეთის ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთ პირს წაუყენა ბრალი არასანქცირებული სადაზვერვო საქმიანობისთვის - ქვეყნისთვის უკიდურესად იშვიათი ბრალდება - რუსეთის სასარგებლოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები