უგულავა – გვენეტაძეს: "საფლავამდე ჩამოგყვებით"

2019-02-26 15:02:32
332

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას, რომელიც ჩაიშალა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

უგულავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც პარლამენტში მივიდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოდან კითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე წავიდა, სამარცხვინოთა შორის სამარცხვინოს უწოდებს. 

„ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით (ზუსტად ვიცი, რომ აპირებთ), საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერცერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის "სურნელს" და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ“, - წერს გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძის მოსმენა იყო დაგეგმილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ფრაქცია „ევროპულა საქართველომ“ ორ საკითხზე სასაუბროდ დაიბარა - TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას მოსაზრება არ გაიზიარა, დეპუტატებს კენჭისყრაზე დაეყენებინათ TBC ბანკის საქმის განხილვის დახურულ ფორმატში განხილვა.