ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

2018-06-13 17:00:16
371

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს–ში გამოკითხვაზე იმყოფება. 

გამოძიების ფარგლებში სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.

ასევე შსს-ში ცოტა ხნის წინ განმეორებით გამოკითხვაზე მივიდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

ცნობილი გახდა ასევე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. სამოქალაქო სექტორი უწყებაში შეხვედრას გამართავს.