
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს 52% მტკიცედ ან გარკვეულწილად უჭერს მხარს - IRI-ს კვლევა
07/11/2022 17:55:31 საზოგადოება
IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ? - პასუხები ასე გადანაწილდა:
- 34% - მტკიცედ უჭერს მხარს
- 18% - გარკვეულწილად უჭერს მხარს
- 8% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება
- 34% - მტკიცედ ეწინააღმდეგება
- 6% - არ იცის.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.
იხილეთ ასევე:
72%–ს სურს, რომ მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს – IRI-ის კვლევა
"ოცნება" - 25%, ენმ - 12%: IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია
გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს – კვლევა