
გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს – კვლევა
07/11/2022 15:56:23 საზოგადოება
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 15% ენდობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს.
შეკითხვაზე, ენდობით თუ არა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ნდობა- 15%
- უნდობლობა - 35%
- არც ნდობა, არც უნდობლობა - 49%
- არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%.
შეკითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ საქართველოში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც წარმოადგენს თქვენს ინტერესებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- დიახ, არის ერთი პარტია მაინც, რომელიც ჩემს ინტერესებს სრულად წარმოადგენს - 24%
- დიახ, არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმოადგენს ჩემს ინტერესებს - 32%
- არც ერთი მხარე არ წარმოადგენს ჩემს ინტერესებს - 42%
- არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.