Accentnews.ge
ონკოლოგიური პაციენტების მხარდასაჭერად 10 ოქტომბერს ლისის ტბაზე საქველმოქმედო ვოლკათლონი გაიმართება

ონკოლოგიური პაციენტების მხარდასაჭერად 10 ოქტომბერს ლისის ტბაზე საქველმოქმედო ვოლკათლონი გაიმართება

04/10/2026 20:10:00 საზოგადოება

10 ოქტომბერს, ლისის ტბაზე, ონკოლოგიური პაციენტების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ვოლკათლონი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია Charity Oncology Fund, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს ფინანსურ დახმარებას უწევს. ფონდის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე მათ უკვე 40 პაციენტი დააფინანსეს.

საქველმოქმედო ვოლკათლონი 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართება მიღება, სადაც სტუმრებს ლანჩი და სასმელები დახვდებათ. ასევე დაგეგმილია ფოტოების გამოფენა და საქველმოქმედო აუქციონი.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება 100 ლარია. ორგანიზატორების ცნობით, შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერას.

ფონდი მსურველებს ვოლკათლონში მონაწილეობისა და საქველმოქმედო ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S