Accentnews.ge
კოსმოდრომის მირაჟი: რუსი „დევნილები“ და მათი გავლენა გურიაში

კოსმოდრომის მირაჟი: რუსი „დევნილები“ და მათი გავლენა გურიაში

12/07/2025 15:08:00 ანალიზი

გურიაში რუსები, მარია და იულია არხიპოვები კოსმოდრომ კოლხიდას“  მშენებლობას გეგმავენ. ისინი თავს დებად და რუსეთიდან პოლიტიკურ დევნილებად ასაღებენ. ლანჩხუთში 14,000 კვადრატულ მეტრი მიწა იყიდეს და ამბობენ, რომ იქ დრონებისა და თანამგზავრების საწარმოო ინფრასტრუქტურის აშენება უნდათ.

თუმცა მომავლის ტექნოლოგიური ამბიციების მიღმა ფარული კავშირების, დეზინფორმაციისა და ადგილობრივი რესურსების ექსპლუატაციის ამბავი იმალება.

რა დგას კოსმოსური ოცნებების მიღმა?

2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, არხიპოვებმა დაარეგისტრირეს რამდენიმე კომპანია, მათ შორისსერვიუკი აგროდასაქართველოს კოსმოსური ტექნოლოგიებიდა შეიძინეს მიწის ნაკვეთები. პროექტის შესახებ არქიპოვები ათეულობით ვიდეოს აქვეყნებდნენ თავიანთ YouTube არხებზე. კოსმოდრომში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებაზე საუბრობდნენ, თუმცა, რეალური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მშენებლობა არც დაწყებულა და სავარაუდოდ, არც დაიწყება. ამგვარი მშენებლობისთვის ნებართვები გაცემული არაა და არც არხიპოვები ჰგვანან მილიონრებს.

რუსული "პრავფონდიდან" გაჟონილი დოკუმენტები კი კიდევ უფრო ნათელ სურათს გვაჩვენებს, თუ რატომ არიან არხიპოვები აქ. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა არხიპოვებისა და ფონდის წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. გაჟონილი მასალა OCCRP- ჩაუვარდა ხელში. “აი, ფაქტი”, როგორც OCCRP- ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში.

არხიპოვებისა და რუსეთის სახელმწიფო ფონდის (რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია სადაზვერვო საქმიანობისთვის), ხანგრძლივი მიმოწერა აჩვენებს მათ მჭიდრო და უწყვეტ კავშირს. 2023 წლის აგვისტოში მარიამ ფონდს წერილობით აცნობა, რომ კოსმოდრომი, შესაძლოა, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახუროს და ხაზს უსვამდა იმას, რომ ქართველი ნაციონალისტების მხრიდან მათ მიერ განხორციელებულ მუქარაზე ადგილობრივი ხელისუფლება არ რეაგირებდა.

მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი - ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.

წლების წინ, მარია არხიპოვა ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მარია ამბობდა, ჩემმა ცოლმა ურთიერთობის დასაწყისიდანვე იცის, რომ ქალი ვარ და სქესის შეცვლისას მხარსაც მიჭერდაო.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს დევნილებად წარმოაჩენენ, არხიპოვები 12 წელია "პრავფონდთან" თანამშრომლობენ. დოკუმენტები აჩვენებს, რომ მათ არაერთი გრანტი მიიღეს პროკრემლისტური შინაარსის ანგარიშებისთვის და აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ნარატივებზე მუშაობაშიმათ შორის ყირიმის ანექსიის დროს.

საქართველოში ყოფნისას არხიპოვები პრავფონდს უგზავნიან ანგარიშებს, სადაც წერენ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა აქ განიცდის სისტემურ დისკრიმინაციას და თავდასხმებს, მოითხოვეს რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება და რუსეთის მთავრობას ურჩევენ, საქართველოში განათავსოს რუსული ჯარები.  

როგორ მოატყუეს არხიპოვებმა გურულები?

გურიაში არხიპოვები ადგილობრივებს ინვესტორებად გაეცნენ. ძველი კონფიტიურის ქარხნის მოხუც მფლობელებს დაჰპირდნენ, რომ ქარხნის აღდგენაში მილიონობით ინვესტიციას ჩადებდნენ, სანაცვლოდ კი წილები დაეთმოთ. ქართველმა მფლობელებმა არხიპოვებს წილების 49% უსასყიდლოდ გადაუფორმეს. არხიპოვებმა,  დოკუმენტებში საეჭვო მანიპულაციების გზით, მიაღწიეს იმას, რომ ახლა ძველ მფლობელებს ქარხნის ტერიტორიაზე არ უშვებენ და იქ არხიპოვებს დაცვად რუსები ჰყავთ დატოვებული. 

გურულებმა არაერთი საჩივარი შეიტანეს პროკურატურასა და სასამართლოში, თუმცა საქმე დღემდე არ დაძრულა.

არხიპოვების ამბიციური გეგმების შესახებ სრულ ინფორმაცია იხილეთ "აი ფაქტის" მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში: 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S