Accentnews.ge
"ოცნება" - 25%, ენმ - 12%: IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

"ოცნება" - 25%, ენმ - 12%: IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

07/11/2022 15:08:11 საზოგადოება

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" 25% მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" - 12%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შემდეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პარტია საქართველოსთვის - 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
  • დროა - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • ხალხისთვის - 2%
  • გირჩი - 2%
  • ლელო - 1%
  • მოქალაქეები - 1%
  • არავის მივცემ ხმას - 6%
  • უარი პასუხზე - 7%

შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არც ერთ შემთხვევაში, პასუხები ასეთია:

  • ნაციონალური მოძრაობა - 33%
  • ქართული ოცნება - 30%
  • პატრიოტთა ალიანსი - 18%
  • ალტ-ინფო - 15%
  • ევროპული საქართველო - 14%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 14%
  • გირჩი - 14%
  • ლეიბორისტული პარტია - 8%
  • დროა - 7%
  • ლელო - 6%
  • მოქალაქეები - 5%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 5%
  • საქართველოსთვის - 4%
  • რესპუბლიკელები - 2%

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S