Accentnews.ge
72%–ს სურს, რომ მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს – IRI-ის კვლევა

72%–ს სურს, რომ მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს – IRI-ის კვლევა

07/11/2022 15:34:30 საზოგადოება

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 72%–ს სურს, მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

22% კმაყოფილია პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი არჩევანით, 7%-მა კი პასუხის გაცემა არ ისურვა.

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხის არ აქვს.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არასწორი - 62%
  • სწორი - 30%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 8%

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

იხილეთ ასევე: "ოცნება" - 25%, ენმ - 12%: IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S