Accentnews.ge
„საქართველო ვერ იქნება დაცული "ომიკრონისგან" – ახალი შტამის გამო შეშფოთება მზარდია

„საქართველო ვერ იქნება დაცული "ომიკრონისგან" – ახალი შტამის გამო შეშფოთება მზარდია

29/11/2021 08:48:40 საზოგადოება

ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანად დაცული ვერ იქნება და კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი ადრე თუ გვიან მაინც შემოაღწევს ქვეყანაში. მეტიც, ინფექციონისტი არ გამორიცხავს, ხსენებული შტამი ქვეყანაში უკვე არის, უბრალოდ ჯერ იდენტიფიცირება არ მომხდარა.

"ჩვენთან შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება ამ ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდით. შესაბამისად, შეიძლება, უკვე არის ეს ვარიანტი, თუმცა ჯერ მის შესახებ არ ვიცით" - აცხადებს გიორგი კამკამიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერი შტამის წინააღმდეგ ქვეყნის მზაობას ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაზღვრავს.

"ერთი, რაც გასათვალისწინებელია - ნებისმიერი მუტაციის და ახალი გამოწვევის წინააღმდეგ ქვეყნის მზაობა, პირველ რიგში ნიშნავს რამდენად მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 60%-ზე მეტია, არასოდეს არ წარმოადგენენ მუტაციის წყაროს, ვინაიდან მოსახლეობა, რომელიც მზად არის, რომელიც იმუნოლოგიური დაცვის მაღალი ზღურბლით ხასიათდება, ასეთი ტიპის მოსახლეობაში მუტაციის გავრცელების რისკი არის მინიმალური. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად ასეთი ახალი და ახალი მუტაციების. არავინ არ ამბობს, რომ ეს არის ბოლო მუტაცია და ამის შემდეგ კორონავირუსი შეწყვეტს ცვლილებებს," - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, "თუ რეალურად აღმოჩნდა, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" მეტად მაღალი თვისებებით ხასიათდება გადამდებობის თვალსაზრისით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა“:

„ყველაზე ეფექტური იქნება ახლა დავაჩქაროთ "ბუსტერ" დოზების გაკეთება. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს "ბუსტერ" დოზას, მით მეტი იქნება წინააღმდეგობის შესაძლებლობა ამ ახალი მუტაციის წინააღმდეგ".

იხილეთ ასევე:

ცნობისთვის: კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა.

წინასწარი შეფასებით, კოორნავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე „დელტა“, რომელიც მსოფლიოში უკვე ფართოდაა გავრცელებული. მეცნიერებს, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე დღეს არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ სამხრეთ აფრიკის რეგიონთან ავიამიმოსვლა შეაჩერა და აფრიკის სამხრეთში მდებარე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.

8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S