Accentnews.ge
იმნაძე საქართველოში „ომიკრონის“ დაფიქსირებას ერთ თვეში პროგნოზირებს

იმნაძე საქართველოში „ომიკრონის“ დაფიქსირებას ერთ თვეში პროგნოზირებს

29/11/2021 20:43:30 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ დაფიქსირებას ერთ თვეში პროგნოზირებს.

„რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე“, - განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონი" გლობალურად გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ჯანმო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

"ომიკრონის" გლობალურად გავრცელების რისკი ძალიან მაღალია."კოვიდ-19"-ის ახალმა შემთხვევებმა შესაძლოა, მოიმატოს, რასაც შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ახალი შტამის შესახებ მიმდინარე კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომი უახლოეს კვირებში იქნება. საჭიროა შემდგომი კვლევა, რათა კარგად გავიგოთ შეუძლია თუ არა "ომოკრონს" კოვიდ–გადატანილების ან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი პირების იმუნიტეტისგან თავის დაღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ერთგვარი გაურკვევლობაა, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები გვთავაზობენ გარკვეულ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან. მოვუწოდებთ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, დააჩქარონ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და პარალელურად, მიიღონ შესაბამისი ზომები საერტაშორისო მოგზაურებთან დაკავშირებით", – აცხადებენ ჯანმო–ში.

რა ვიცით "ომიკრონის" შესახებ ამ დროისთვის

კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია (32) აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა. წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე უკვე ფართოდ გავრცელებული „დელტა“. მეცნიერების განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე სადღეისოდ არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მედიკოსთა გაერთიანების, SAMA-ს წარმომადგენელთა პირველადი მონაცემებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულებს სერიოზული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა კვლევა ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა.

ვინ რა რეგულაცია დააწესა "ომიკრონის" გავრცელების გამო

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელმა და იაპონიამ უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტეს. ხოლო რამდენიმე სახელმწიფომ აფრიკის რეგიონის 7–8 ქვეყანასთან მიმოსვლა შეზღუდა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.

8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S