Accentnews.ge
რომელ ქვეყნებშია დაფიქსირებული "ომიკრონი" და რა ვიცით მის შესახებ ამ დროისთვის

რომელ ქვეყნებშია დაფიქსირებული "ომიკრონი" და რა ვიცით მის შესახებ ამ დროისთვის

29/11/2021 07:22:18 მსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამი სახელწოდებით „ომიკრონი“, რომელსაც 32 მუტაცია აქვს, უკვე 10–ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ამ დროისთვის "ომიკრონი“ ვარიანტის გამოვლენილია:

  • დიდ ბრიტანეთში
  • გერმანიაში
  • იტალიაში
  • საფრანგეთში
  • დანიაში
  • ისრაელში
  • ჩეხეთში
  • კანადაში
  • ჰონგ– კონგში
  • ავსტრალიაში
  • ნიდერლანდებში
  • ბელგიაში
  • სამხრეთ აფრიკაში
  • ბოტსვანაში

რა ვიცით "ომიკრონის" შესახებ ამ დროისთვის

კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია (32) აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა. წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე უკვე ფართოდ გავრცელებული „დელტა“. მეცნიერების განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე სადღეისოდ არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მედიკოსთა გაერთიანების, SAMA-ს წარმომადგენელთა პირველადი მონაცემებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულებს სერიოზული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა კვლევა ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა.

ვინ რა რეგულაცია დააწესა "ომიკრონის" გავრცელების გამო

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელმა და იაპონიამ უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტეს. ხოლო რამდენიმე სახელმწიფომ აფრიკის რეგიონის 7–8 ქვეყანასთან მიმოსვლა შეზღუდა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.

8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოტსვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საკოორდინაციო საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S