Accentnews.ge
ახრა ავიძბა: კიევი სოხუმში ტერაქტს გეგმავდა

ახრა ავიძბა: კიევი სოხუმში ტერაქტს გეგმავდა

11/06/2025 10:56:00

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი „პიატნაშკის“ მეთაურის ახრა ავიძბას მტკიცებით, “უკრაინა სოხუმში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა". 

მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ "აფხაზეთი რუსეთის ნამდვილი მოკავშირეა და ღიად უჭერს მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”. 

„აფხაზეთი არის რუსეთის ნამდვილი მოკავშირე, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი და ღიად აგზავნის საკუთარ ვაჟკაცებს საერთო რუსული სამყაროს დასაცავად. ამიტომაც უკრაინისა და საქართველოს რეაქცია გასაგებია. მადლობა ღმერთს, რომ სამსახურები ფხიზლად არიან და რეაგირებენ“, - განაცხადა მან ТАСС-თან საუბარში.

მანამდე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საზოგადოებრივ ურთიერთობათა ცენტრმა განაცხადა,  რომ ФСБ-ს თანამშრომლებმა "აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად დააკავეს სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S