Accentnews.ge
საბა ბუაძე: თაზო დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში ჰყავთ გამოკეტილი

საბა ბუაძე: თაზო დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში ჰყავთ გამოკეტილი

12/06/2025 18:41:43 პოლიტიკა, სამართალი

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, მისი თანაპარტიელი თაზო დათუნაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ "მანდატურებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ".

მისივე თქმით, თაზო დათუნაშვილი მანდატურებს ამ დრომდე „სასამართლოს სარდაფში, საკანში ჰყავთ გამოკეტილი“.

„თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში, საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, - წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქალაქო სასამართლოში "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი სავარაუდოდ, დააკავეს დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც იგი მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დათუნაშვილის მხრიდან გინება გახდა.

სასამართლოს შენობაში ვითარება მკვეთრად მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის აქტივისტის მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო პოლიციელებზე თავდასხმაში და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S