
საქალაქო სასამართლოში "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი სავარაუდოდ, დააკავეს
12/06/2025 18:30:00 პოლიტიკა, სამართალი
საქალაქო სასამართლოში "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი სავარაუდოდ, დააკავეს
დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც იგი მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დათუნაშვილის მხრიდან გინება გახდა.
ცნობისთვის: სასამართლოს შენობაში ვითარება მკვეთრად მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის აქტივისტის მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო პოლიციელებზე თავდასხმაში და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.