Accentnews.ge
ყაზახეთის პრეზიდენტი: "შუა დერეფანს" შეუძლია, „ერთი სარტელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი გახდეს

ყაზახეთის პრეზიდენტი: "შუა დერეფანს" შეუძლია, „ერთი სარტელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი გახდეს

18/10/2023 13:28:32 პოლიტიკა, ეკონომიკა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ჩინეთში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმზე სტყვით გამოსვლისას "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ["შუა დერეფანი"] სადღეისოდ მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად იქცა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს", - განაცხადა თოყაევმა.

ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანსა და საქართველოს, საიდანაც ზღვით ტვირთები ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

ყაზახეთი პრემიერი ბოლოს თბილისს ოფიციალური ვიზიტით მიმდინარე წლის 23 ივნისს სტუმრობდა. როგორც ყაზახეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას".

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე“ და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

„ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის“ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: საქართველო და ყაზახეთი ჩინური ტვირთების ევროკავშირში რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S