Accentnews.ge
„მეც დამხვდნენ სახლთან“ - მუსიკოს ვანო თარხნიშვილის თქმით, თავს დაესხნენ

„მეც დამხვდნენ სახლთან“ - მუსიკოს ვანო თარხნიშვილის თქმით, თავს დაესხნენ

06/07/2025 19:41:00 სამართალი

მუსიკოსის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, ვანო თარხნიშვილის ცნობით, მას საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს.

ინციდენტი 6 ივლისს მოხდა.

თარხნიშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას სახის არეში - თვალთან და ცხვირთან - სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

მსახიობი თავდასხმას უკავშირდებს 2025 წლის იანვარში თბილისის ერთ-ერთ პაბში მის მიერ სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას.

„სავარაუდოდ, იანვარში ფაბში „ოლე, ოლა“ რომ ვიმღერე, ეს „დაქირავებულები“ მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს“, - წერს თარხნიშვილი ფეისბუკზე.

 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S