Accentnews.ge
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

06/07/2025 19:53:00 პოლიტიკა

ბიზნესმენი, კომპანია „სილქნეტის” მფლობელი, გიორგი რამიშვილი, („ზარალა”) დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიების დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება დღეს მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S