Accentnews.ge
პრეზიდენტი – რუსეთში აჯანყებაზე: "ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს"

პრეზიდენტი – რუსეთში აჯანყებაზე: "ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს"

24/06/2023 10:52:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" ეხმიანება რუსეთში მიმდინარეო მოვლენებს და აცხადებს, რომ საზღვრები "ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით".

"ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით",– განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას "სისულელეს" უწოდებს

კობახიძე: რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S