Accentnews.ge
კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას "სისულელეს" უწოდებს

კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას "სისულელეს" უწოდებს

24/06/2023 08:25:29 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას "სისულელეს" უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს. ამის შესახებ მან რუსეთში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს ისაუბრა და თქვა, რომ "ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია".

"რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ ჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, ყოფილმა პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს და დროებით ჩაკეტოს საზღვრები რუსეთთან.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S