უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში მონაწილეობის სურვილი მსოფლიოს უკვე 400-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა
22/06/2023 10:43:08 მსოფლიო
უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში მონაწილეობის სურვილი მსოფლიოს 38 ქვეყნის უკვე 400-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა. მათმა წარმომადგენლებმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში ბიზნესის განვითარების შესახებ.
უკრაინულ ეკონომიკაში ინესტირების მსურველთა შორის არიან, კერძოდ, უმსხვილესი ფინანსური კორპორაცია Citigroup, საერთაშორისო ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები BlackRock და JPMorgan, ასევე ნიდერლანდური ტრანსნაციონალური კომპანია Philips-ი.
მსოფლიო ბანკის მარტის მონაცემებით, უკრაინის აღდგენას 411 მილიარდი დოლარი დასჭირდება, თუმცა ეს თანხა გაიზრდება კონფლიქტის განგრძობადობის კვალდაკვალ. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თითქმის ორმაგ თანხას 600-800 მლრდ დოლარს ითხოვს. ლონდონის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, "საერთო ხედვიდან კონკრეტულ შეთანხმებებზე და შეთანხმებიდან რეალურ პროექტებზე გადავიდნენ". ამასთან ზელენსკიმ "უკრაინის არა უბრალოდ აღდგენის, არამდე ტრანსფორმაციის" იმედი გამოთქვა.
ცნობისთვის: აშშ უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 1,3 მლრდ დოლარს გამოყოფს, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უკრაინული ეკონომიკის ომის შემდგომი აღდგენის საკითხებს ეძღვნებოდა.
ლონდონი უკრაინას მსოფლიო ბანკის კრედიტების მიმართულებით სამი წლის განმავლობაში 3 მლრდ დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიების გამოუყოფს. თანხა უკრაინის სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის დაფინანსებას მოხმარდება.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა


