Accentnews.ge
ლონდონი კიევს 3 მლრდ დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიებს დაჰპირდა

ლონდონი კიევს 3 მლრდ დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიებს დაჰპირდა

21/06/2023 12:49:46 მსოფლიო

ლონდონი უკრაინას მსოფლიო ბანკის კრედიტების მიმართულებით სამი წლის განმავლობაში 3 მლრდ დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიების გამოუყოფს. თანხა უკრაინის სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის დაფინანსებას მოხმარდება.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უკრაინული ეკონომიკის ომის შემდგომი აღდგენის საკითხებს ეძღვნება.

"როგორც ბახმუტსა და მარიუპოლში ვნახეთ, რუსეთი ანადგურებს იმას, რაც თან ვერ მიაქვ. იგივეს გაკეთება სურს უკრაინულ ეკონომიკასთან მიმართებაში" - განაცხადა სუნაკმა.

მისივე ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინაში ინვესტირებისთვის კიდევ 250 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

მსოფლიო ბანკის გათვლით, უკრაინას უახლოეს პერსპექტივაში საერთაშორისო დონორებისგან 14 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. სოციალური ხარჯების (მაგალითად, საპენსიო გადახდების, ჯანდაცვის, მედიკოსებისა და პედაგოგების ხელფასებისთვის), თანხა ასევე მიემართება ქვეყნის დაზიანებული ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებზე.

ბანკის გათვლით, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად ჯამში სულ მცირე, 350 მლრდ დოლარია საჭირო. ევროკომისიის შეფასებით კი, რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი სადღეისოდ 600 მლრდ ევროს შეადგენს.

თავად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კუთხით 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის თანხას ასახელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S