Accentnews.ge
აშშ უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 1,3 მლრდ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 1,3 მლრდ დოლარს გამოყოფს

21/06/2023 12:43:35 მსოფლიო

აშშ უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 1,3 მლრდ დოლარს გამოყოფს, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უკრაინული ეკონომიკის ომის შემდგომი აღდგენის საკითხებს ეძღვნება.

გამოყოფილი სახსრების უმეტესი ნაწილი უკრაინული ენერგოსისტემისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. კერძოდ, 520 მილიონი დოლარი ენერგოქსელის მოდერნიზებაზე დაიხარჯება, - განმარტა ბლინკენმა.

"აღდგენა - ეს არის ფუნდამენტის ჩაყრა უკრაინის, როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი, ევროპაში სრულად ინტეგრირებული, მთელი მსოფლიოს ბაზრებთან დაკავშირებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, ეს ასევე ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები დაფინანსებას ამ სენს პირდაპირ არ უკავშირებენ.

"ომის შემდგომ უკრაინას დასჭირდება მაქსიმალურად ძლიერი ეკონომიკა და დემოკრატია იმ ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც აუცილებელი იქნება მისი განვითარებისთვის" - დასძინა მან.

მსოფლიო ბანკის გათვლით, უკრაინას უახლოეს პერსპექტივაში საერთაშორისო დონორებისგან 14 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. სოციალური ხარჯების (მაგალითად, საპენსიო გადახდების, ჯანდაცვის, მედიკოსებისა და პედაგოგების ხელფასებისთვის), თანხა ასევე მიემართება ქვეყნის დაზიანებული ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებზე.

ბანკის გათვლით, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად ჯამში სულ მცირე, 350 მლრდ დოლარია საჭირო. ევროკომისიის შეფასებით კი, რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი სადღეისოდ 600 მლრდ ევროს შეადგენს.

თავად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კუთხით 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის თანხას ასახელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S