მაკრონისა და ლაიენის შემდეგ ჩინეთში ბორელი ჩადის
06/04/2023 18:28:56 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩინეთს 13-15 აპრილს ეწვევა,– იუწყება Reuters ევროკომისიის წარმომადგენელზე პიტერ სტანოზე დაყრდნობით.
ბორელის ჩინეთში ვიზიტი ბოლო იქნება ევროპელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების ვიზიტებს შორის ქვეყანაში, რომელსაც, მათი აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე შეუძლია გავლენა იქონიოს.
6 აპრილს ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდნენ. მათ მოუწოდეს ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს შეხვდეს, გამოიყენოს მოსკოვზე საკუთარი გავლენა, რათა შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ ომი.
გარდა ამისა, გასულ კვირას ჩინეთში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ეწვია და მოუწოდა, ძინპინს, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს.
მანამდე ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს და მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია


