ესპანეთის პრემიერმა მოუწოდა სი ძინპინს, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის
31/03/2023 19:39:48 მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, შეხვდეს უკრაინის ხელმძღვანელობას და უშუალოდ გაიგოს კიევის სამშვიდობო ფორმულის შესახებ, რომელმაც უნდა დაასრულოს რუსეთთან ომი.
სანჩესმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მან ძინპინს, რომელიც მოსკოვს 20-22 მარტს სტუმრობდა, მიაწოდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებებს.
კიევის წინადადება გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას და უსაფრთხოების გარანტიებს.


