ბორელი ამბობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს და მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია
25/03/2023 09:18:48 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს.
ბორელის შეფასებით, რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს და მათ „უსაზღვრო მეგობრობას” რეალურად საზღვრები გააჩნია.
„ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს”, - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობებს.
მისი თქმით, მშვიდობის შესახებ ჩინეთის წინადადებები იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ბოლომდე გახდეს მოსკოვის მოკავშირე. ბორელის აზრით, ჩინეთს კოორდინატორის როლი სურს და არა შუამავლის.
იხილეთ ასევე: „რუსეთიდან დამატებითი გაზი არ გვჭირდება“: სი ძინპინმა ხელი არ მოაწერა პუტინის პროექტს
„ჩინეთის კოლონია ვხდებით“: სი ძინპინი მოსკოვში და მოლოდინები


