Accentnews.ge
აშშ უკრაინაში საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას განიხილავს

აშშ უკრაინაში საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას განიხილავს

12/10/2022 20:39:37 მსოფლიო

შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინაში საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის შექმნას, რომელიც გააერთიანებს მოკლე, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების იარაღს,- განაცხადეს აშშ-ის შტაბის უფროსმა მარკ მილიმ და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ყველა ამ საშუალებების ერთობლიობა შესაძლებელს გახდის საჰაერო სივრცის დახურვას რუსული თვითმფრინავებისთვის." - თქვა მარკ მილიმ.

მისი განმარტებით, ეს ეს ეხება უკრაინის კონკრეტულ ტერიტორიებს და კრიტიკულ ობიექტებს.

ლოდ ოსტინის თქმით, ნამდვილად არის მზაობა, ყველაფერი გაკეთდეს შესაძლებლობების ფარლებში. მან ახსენა ნორვეგიულ-ამერიკული NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლის გადაცემასაც მოკავშირეები უკრაინას ჯერ კიდევ ზაფხულში დაპირდნენ.

"თქვენ გსმენიათ, რა ვისაუბრეთ NASAMS-ზე და ეს არის კარგი ინსტრუმენტი, რომელიც ნამდვილად დაეხმარება უკრაინელებს. მე ვთქვი, რომ გერმანია უზრუნველყოფს IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას და მომავალში, იმედი მაქვს, სხვა საშუალებებს. დღეს უფრო მეტი ქვეყანა გამოვიდა მოხალისედ, რათა უზრუნველყოს საბრძოლო მასალა NASAMS სისტემებისთვის" - განაცხადა ოსტინმა და დასძინა, "ჩვენ მივაწოდებთ უკრაინას თავდაცვის სისტემებს რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი."

თავის მხრივ მარკ მილმა თქვა: "ჩვენ გადავიტანთ იმ სისტემებს, რაც გვაქვს [...] და ვეცდებით, მივაწოდოთ დამატებითი საბრძოლო მასალა იმ სისტემებისთვის, რომლებითაც ახლა უკრაინელები არიან შეიარაღებულები. მსოფლიოში ბევრი თავისუფალი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ამოცანა იქნება მათი ერთად თავმოყრა და განთავსება."

რამშტაინის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელ სამხედროებს გერმანიასა და პოლონეთში მოამზადებენ, რათა არ გახდნენ რუსული თავდასხმის სამიზნე წვრთნის პროცესში.

იხილეთ ასევე: ზელენსკიმ "რამშტაინის" მეექვსე შეკრებას "პროდუქტიული" უწოდა და "ფინანსური რამშტაინის“ შექმნის შესახებ განაცხადა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S