უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ეს ფიზიკურადაა შესაძლებელი – ოსტინი
12/10/2022 19:06:18 მსოფლიო
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად არის შესაძლებელი,– ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად მიიღონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასაცავად.
“ამ სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას. ჩვენ ამაზე ვრჩებით კონცენტრირებული. ჩვენ მივაწვდით იმ სისტემებს, რომლებიც ხელთ გვაქვს, რომლებიც ხელთ აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია. ჩვენ ასევე ვეცდებით, მივაწოდოთ დამატებითი საბრძოლო მასალა არსებული სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები გამოიყენებენ”, - თქვა ოსტინმა.
იხილეთ ასევე: „ეს შეხვედრა ისტორიულია“: უკრაინაში საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე მიანიშნეს


