Accentnews.ge
ზელენსკიმ "რამშტაინის" მეექვსე შეკრებას "პროდუქტიული" უწოდა და "ფინანსური რამშტაინის“ შექმნის შესახებ განაცხადა

ზელენსკიმ "რამშტაინის" მეექვსე შეკრებას "პროდუქტიული" უწოდა და "ფინანსური რამშტაინის“ შექმნის შესახებ განაცხადა

12/10/2022 20:23:30 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ფორმატის მეექვსე შეხვედრას მან პროდუქტიული უწოდა და ასევე გამოაცხადა „ფინანსური რამშტაინის“ შექმნა.

როგორც ცნობილია, რამშტაინის ფორმატში უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება განიხილეს. და ცნობილია რიგი გადაწყვეტილებებიც.

„მე ახლახან მივიღე მონაწილეობა დონორი ქვეყნების, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეორე მინისტერიალში, რომელიც ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში. მთავარი საკითხია ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა და ოკუპანტების დარტყმის შედეგად განადგურებული ან დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების სწრაფი აღდგენა. საუბარია მნიშვნელოვან თანხებზე – ათეულობით მილიარდ დოლარზე ბიუჯეტისა და სწრაფი აღდგენისთვის. მაგრამ დემოკრატიული ქვეყნების პოტენციალი ბევრად აღემატება არსებულ საჭიროებებს. ამდენად, ვამაგრებთ პარტნიორების მხარდაჭერას, ვქმნით ფინანსურ რამშტაინს - სისტემურ ინსტრუმენტს ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

დღესვე რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ პროდუქტიული. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფა“,– აღნიშნა ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას 12 ოქტომბრის საღამოს.

მისი თქმით, „რაც უფრო სასტიკი ხდება რუსული ტერორი, მით უფრო აშკარაა მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის ცის დაცვაში დახმარება თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ამოცანაა“.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ამ ამოცანას გავუმკლავდებით“.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის ცის ეფექტური თავდაცვისთვის.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის არმიის მთავარმა სარდალმა მარკ მილიმ აღნიშნეს, რომ 12 ოქტომბერს რამშტაინის მე-6 შეხვედრაზე მოკავშირეებმა განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაც შეიძლება მალე გაძლიერების გზები და მრავალშრიანი თავდაცვის სისტემის შექმნა საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ.

ბრიუსელში ასევე იმართება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრის პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

იილეთ ასევე: უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ეს ფიზიკურადაა შესაძლებელი – ოსტინი

„ეს შეხვედრა ისტორიულია“: უკრაინაში საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე მიანიშნეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S