Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ანგარიშს ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ანგარიშს ავრცელებს

10/10/2022 19:54:57 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე დღის ბოლოს ავრცელებს ანგარიშს.

როგორც უკრაინის სარდლობა აღნიშნავს, მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბახმუტის, ბახმუტსკოეს, მაიორსკის, სოლედარსა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში.

„მტრის საჰაერო თავდასხმების მოგერიებასთან ერთად, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 დარტყმა განახორციელეს. დადასტურდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 3 უბნის, ასევე მტრის 2 საზენიტო სარაკეტო სისტემის მარცხი“.

გენშტაბი ასევე ანიშნავს, რომ დღის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის სამ უბანს და მტრის ერთ S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას.

გენშტაბის ცნობით, მტერი აგრძელებს დანაკარგების მიღებას: „განახლებული ინფორმაციით, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, მტრის ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს 150-ე მოტომსროლელმა დივიზიამ, რომელიც მოქმედებდა ხერსონის მიმართულებით და ძირითადად მობილიზებული სამხედროებისგან შედგებოდა, უკვე დაკარგა 520-ზე მეტი ადამიანი“.

გენშტაბი ასევე იუწყება, რომ ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლების ბავშვთა საავადმყოფოში რუსმა დამპყრობლებმა ავადმყოფ ბავშვებთან ერთად დაჭრილები მოათავსეს, მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები – კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წარმომადგენლები:

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფ ბავშვებს წერენ საავადმყოფოდან საწოლების გასათავისუფლებლად.

ამავდროულად, მტერი აგრძელებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას: დონეცკის ოლქის იასინოვაცკის რაიონის ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო პროცესის პარალელურად ხდება სამხედრო ნაწილების განლაგება სკოლებში“.

რაც შეეხება რუსეთის 10 ოქტომბრის მასირებულ შეტევებს, გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.

„ბრძოლის ველზე მიღწევების არქონის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო არმია მიმართავს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის ტაქტიკას. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, ომის წარმოების კანონებისა და წესების დარღვევით, ის დარტყმებს აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ასევე საცხოვრებელ სახლებს“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაიბომბა ისეთი ქალაქები, როგორიცაა კიევი, ლვოვი, როვნო, ჟიტომირი, ტერნოპოლი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, პრილუკი, ნეჟინი, კონოტოპი, ხარკოვი, კრემენჩუგი, დნეპრი, კრივი-რიჰი, ზაპოროჟიე, მიკოლევი, ოდესა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ოკუპანტებმა გამოიყენეს ფრთოსანი, ბალისტიკური რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. უკრაინის ძალებმა 43 ფრთოსანი რაკეტისა და 13 უპილოტო აპარატის განადგურება შეძლეს.

გენშტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან საავიაციო და სარაკეტო დარტყმების განხორციელების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია.

იხილეთ ასევე: ძლიერი აფეთქების შემდეგ სევასტოპოლში სასწრაფო დახმარების 20-ზე მეტი მანქანა შენიშნეს რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალისკენ მიმავალი – ტელეგრამ–არხი

ხერსონში რუსული სუ-25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S