Accentnews.ge
ძლიერი აფეთქების შემდეგ სევასტოპოლში სასწრაფო დახმარების 20-ზე მეტი მანქანა შენიშნეს რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალისკენ მიმავალი – ტელეგრამ–არხი

ძლიერი აფეთქების შემდეგ სევასტოპოლში სასწრაფო დახმარების 20-ზე მეტი მანქანა შენიშნეს რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალისკენ მიმავალი – ტელეგრამ–არხი

10/10/2022 19:29:06 ევროპა

სევასტოპოლში 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა შენიშნეს, რომლებიც მიემართებოდნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჰოსპიტალისა და სევასტოპოლის No1 საავადმყოფოსკენ, –10 ოქტომბერს იტყობინება ტელეგრამ–არხი „Крымский ветер“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

”ჩვენი წყაროების თანახმად, უკვე საათნახევარია, სასწრაფო დახმარების მანქანები სადღაციდან მოდიან სევასტოპოლში ჩართული სირენებით”, - იუწყება „Крымский ветер“.

მოგვიანებით ტელეგრამ–არხმა ასევე წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აფეთქება მოხდა ვერტმფრენის განყოფილებაში, რომელიც მდებარეობს ჯანკოის გარეუბანში. რუს სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. აფეთქების და სარაკეტო ან უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შესახებ მანამდეც იუწყებოდნენ სხვა წყაროები.

ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის მე-4 სარდლობის 27-ე შერეული საავიაციო დივიზიის 39-ე ვერტმფრენის პოლკია განლაგებული ჯანკოის აეროდრომზე, სამი საავიაციო ესკადრონი Mi-8, Mi-35M, Mi-28, Ka-52. იქ ასევე განთავსებულია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენები.

რუსული სახელმწიფო მედია, რომელიც ჟანკოიში მომხდარ აფეთქებაზე ავრცელებს მწირ ცნობებს, იტყობინება მხოლოდ დაშავებული 11 წლის გოგონა (მხარში მოხვდა აფეთქების შემდეგ სახლში შევარდნილი ნამსხვრევი) და დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S