
ხერსონში რუსული სუ-25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
10/10/2022 16:20:36 ევროპა
ხერსონის რეგიონში რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
„10 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ხერსონის რაიონში ხერსონის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული მოიერიშე სუ-25",– ნათქვამია შეტყობინებაში.
მანამდე უკრაინის გენშტაბმა10 ოქტომბერს განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემები დააზუსტა.
"რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 84 საკრუიზო რაკეტა, 24 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 13 ირანული შაჰიდ-136 იყო. განადგურდა [უკრაინელების მიერ] 56 სამიზნე. მათ შორის არის 43 საკრუიზო რაკეტა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი (აქედან 10 კამიკაძეს ტიპის)“, - აცხადებენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.