ნაწილობრივი მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს ეხება – შოიგუ
21/09/2022 07:25:39 მსოფლიო
რუსეთი გეგმავს უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას,– ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.
როგორც შოიგუმ თქვა, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 ათას რეზერვისტს.
მისი ქმით, გაწვევა არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში.
რუსეთის არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგის და უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა.
იხილეთ ასევე: რუსეთის მოქალაქეები „გუგლში“ ქვეყნის დატოვების გზებს ეძებენ


