გერმანია ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
12/05/2022 15:13:20 მსოფლიო
გერმანია ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.
"ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გავმართე და დავარწმუნე იგი გერმანიის მთავრობის სრულ მხარდაჭერაში", – აცხადებს შოლცი.
ცნობისთვის: დღეს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.
მოგვიანებით, ნატოში აღნიშნეს, რომ "ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იქნება".
იხილეთ ასევე: სტოლტენბერგი განმარტავს, როგორ უზრუნველყოფს ნატო შვედეთის უსაფრთხოებას ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
ამავე თემაზე : "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს


