Accentnews.ge
"ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იქნება"

"ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იქნება"

12/05/2022 10:42:52 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანება გააძლიერებს როგორც ნატო–ს, ასევე თავად ფინეთს.

"თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის შემოტანას, მათ თბილად მიესალმებიან ნატო–ში და გაწევრიანების პროცესი იქნება სწრაფი. ფინეთი არის ნატო–ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, განვითარებული დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფინეთის ნატო–ში გაწევრიანება დაამტკიცებს, რომ ალიანსის კარი ღიაა.

ცნობისთვის: დღეს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

იხილეთ ასევე: "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S