Accentnews.ge
გამოკითხულთა 31% თვლის, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს – IRI

გამოკითხულთა 31% თვლის, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს – IRI

27/04/2022 18:05:47 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 31% თვლის, რომ მის ინტერესებს დღეს საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. მოსახლეობის 35% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს მათ ინტერესებს, 30% კი ამბობს რომ არსებობს პარტია, რომელიც სრულად მისი ინტერესების გამტარია პოლიტიკაში.

ამავე კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას (40%) და მაღალ ფასებს (18%) მიიჩნევს.

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

იხილეთ ასევე:

გამოკითხულთა 49% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას – IRI

როგორია პერსონალური რეიტინგები – IRI–ის კვლევა

„ოცნება“ – 31%, ენმ – 16%, „საქართველოსთვის“ – 4% – IRI–ის კვლევა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S