Accentnews.ge
გამოკითხულთა 49% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას – IRI

გამოკითხულთა 49% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას – IRI

27/04/2022 16:48:11 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 30% სრულად, ხოლო 19% ნაწილობრივ უჭერს მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

  • 11% – ნაწილობრივ წინააღმდეგია
  • 25% – სრულად წინააღმდეგია

კითხვაზე, ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალაქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას (40%) და მაღალ ფასებს (18%) მიიჩნევს. მეორე არჩევანად ეს პრობლემები შესაბამისად 59%-მა და 45%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 8-8%-მა უმნიშვნელოვანეს პრობლემად ომი და სიღარიბე მიუთითა, 9%-მა კი - სხვა. მეორე არჩევანის შემთხვევაში, მონაცემები 16%, 20% და 18% იყო.

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S