
ომის 50–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
14/04/2022 07:59:35 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ვლადიმირ პუტინის ომში რუსული დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
13 აპრილის მდგომარეობით დანაკარგები ასე გამოიყურება:
- პერსონალი - დაახლოებით 19900 ადამიანი,
- ტანკები - 753 ერთეული,
- ჯავშანტექნიკა - 1968 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები - 366 ერთეული,
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 122 ერთეული,
- ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა- 64 ერთეული,
- თვითმფრინავი - 160 ერთეული,
- ვერტმფრენები - 144 ერთეული,
- საავტომობილო ტექნიკა - 1437 ერთეული,
- გემები / ნავები - 7 ერთეული,
- საწვავ- საპოხი მასალის ავზები - 76,
- უპილოტო საფრენი აპარატი- 134,
- სპეციალური ტექნიკა - 25,
- სარაკეტო კომპლექსი - 4.
გარდა ამისა, წუხელ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა რაკეტებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერზე "Москва" მნიშვნელოვნად დააზიანეს. კრეისერის დაზიანება დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.
თავად რუსეთმა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უკრაინის ცნობებს. რამდენიმე დღის წინ კი კრემლის პრეს–სპიკერმა აღიარა, რომ დააკარგი დიდია და რომ ეს ტრაგედიაა.