Accentnews.ge
რუსეთი ადასტურებს, რომ კრეისერი "მოსკვა" სერიოზულად დაუზიანდა

რუსეთი ადასტურებს, რომ კრეისერი "მოსკვა" სერიოზულად დაუზიანდა

14/04/2022 06:39:05 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერზე „მოსკვა“ ხანძარი გაჩნდა. სამინისტროს მოკლე შეტყობინებაში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა წუხელ გაავრცელეს, ნათქვამია, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი სრულად ევაკუირებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

13 აპრილს ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი სერიოზულად დააზიანეს რაკეტებით „ნეპტუნი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S