Accentnews.ge
"მითი განადგურდა" – უკრაინის საგარეო უწყებაში მაკრონი გააკრიტიკეს

"მითი განადგურდა" – უკრაინის საგარეო უწყებაში მაკრონი გააკრიტიკეს

13/04/2022 12:12:08 ევროპა

რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დამოკიდებულება, უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია,– განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო განმარტავს, ”უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ორი "მოძმე ხალხის" შესახებ მითმა რღვევა დაიწყო 2014 წელს –ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ, როდესაც რუსი ”ძმები” თითქოს რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ“:

„რვა წელიწადში მათ 14000 უკრაინელი მოკლეს. ეს მითი საბოლოოდ განადგურდა თებერვალში, როდესაც პირველი რუსული რაკეტები გაფრინდნენ უკრაინის ქალაქებისკენ. „მოძმე“ ხალხი არ კლავს ბავშვებს, არ ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანგრევს „მოძმე“ ხალხის სახლებს.

ყველაზე დაუნდობელი მტრებიც კი არ მიმართავენ მსგავს სისასტიკეს დაუცველი ხალხის წინააღმდეგ. ჯერ–ჯერობით არ არსებობს არც მორალური, არც რეალური საფუძველი, ვისაუბროთ რუს და უკრაინელ ხალხებს შორის "ძმურ" კავშირებზე".

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში პირველად უწოდა გენოციდი, თუმცა საფრანგეთის ლიდერი მსგავს შეფასებას არ იზიარებს.

„დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“,– უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მაკრონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S